მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ ASB საქართველომ დაიწყო კამპანია "გოგოები ამბობენ არას” ქალთა, მამაკაცთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო ტრანსპორტში, 900-ს ავტობუსში, საინფორმაციო სტიკერები განთავსდა. სტიკერები მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელებას გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად, რათა მათ მტკიცედ უთხრან „არა“ ძალადობის ნებისმიერ ფორმას.
ყოველ დღე ათასობით ადამიანი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც ამ გზავნილს კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანს. გაითვალისწინეთ, თუკი ძალადობას წააწყდებით, შეატყობინეთ შესაბამის უწყებებს. ავტობუსით შემდეგი მგზავრობისას, შეავლეთ თვალი საინფორმაციო სტიკერებს და გახსოვდეთ: გოგონები ამბობენ არა ძალადობას.