ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერის მიმართულებით, რომლის მიზანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენცია სამეგრელოს რეგიონში.
შეთანხმებებს ხელი პროექტ „უთანასწორობის შემცირება და ქალების გაძლიერების მხარდაჭერა კრიზისის დროს“ ფარგლებში მოეწერა, რომელიც დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება ადგილობრივ მხარეებთან თანამშრომლობით. პროექტი ფინანსდება ავსტრიის რესპუბლიკის მიერ, ფედერალური სოციალური საქმეთა, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის სამინისტროს მეშვეობით.
ამ თანამშრომლობის მეშვეობით, სსკ-ს მიზანია ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობისგან დაზარალებული ქალებისა და გოგონებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება.საქართველოს სამარიტელთა კავშირმა (სსკ),ASB საქართველოსთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტებთან.