23 Queen Ketevan Ave, Tbilisi +995 599 506 229 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

აირჩიეთ ენა

ISC-ის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია

2026 წლის 8-11 მაისს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, გაიმართა ISC-ის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია სოციალური მეწარმეობის შესახებ, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაცია IDC Serbia მასპინძლობდა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესტუმრათ სხვადასხვა სოციალურ საწარმოს, გაეზიარებინათ გამოცდილებები და უფრო სიღრმისეულად ემსჯელათ სოციალური მეწარმეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და ინოვაციურ მიდგომებზე.

აღნიშნული დღეები წარმოადგენდა არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, ახალი ცოდნისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას, არამედ მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებისთვის ISC-ის ქსელის წევრებს შორის. 

კონფერენციის პარალელურად მონაწილეები გაეცნენ ბელგრადის კულტურულ მრავალფეროვნებას, სერბულ ტრადიციებსა და ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას. არაფორმალურ გარემოში გამართული შეხვედრები და გამოცდილებების გაცვლა ღონისძიებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა. 

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მასპინძელ ორგანიზაციას, IDC Serbia-ს მაღალი დონის ორგანიზებისთვის, საინტერესო პროგრამისა და თბილი გარემოს შექმნისთვის.

ასევე მადლობა პარტნიორსა და პროექტის ინიციატორს, Arbeiter-Samariter-Bund-ს, ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის.

კონფერენციიდან მიღებული გამოცდილება, ახალი იდეები და საერთაშორისო კონტაქტები მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება სოციალური მეწარმეობის მიმართულებით მომავალი ინიციატივების განვითარებისთვის. 

Admin SSK

Alt Text

ჩვენ ვიცით როგორ დაგეხმაროთ!

კონტაქტი

თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 23

+995 599 506 229

info@sskgeo.org

ჩვენ შესახებ

ბმულები

ნახე

აირჩიეთ ენა

Alt Text

"Give Hope. Share Care. Change a Life."

Call to Action:

Support vulnerable elderly and families in need — donate food, hygiene items, or medications to the Gori Homecare Center, and help us bring care and dignity into their daily lives.

📍 Gori: 10a Barnovi Street | 📞 595 99 24 02

📍 Tbilisi: 23 Queen Ketevan Ave.
| 📞 599 50 62 29