| Batumi, Kutaisi, and Tbilisi | |
| კვირა, 24 მარტი 2024 15:07ხუთშაბათი, 25 დეკემბერი 2025 15:08 | |
| We arrange 500 seats | |
| +995 522 221 112 (Batumi) |
SEGI პროექტი (სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია)
SEGI პროექტი წარმოადგენდა ერთობლივ ინიციატივას, რომელიც განხორციელდა ASB საქართველოს დაფინანსებით, UT-სა და სსკ-ს პარტნიორობით. პროექტის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი უკრაინელი პირების მხარდაჭერა და გაძლიერება.
პროექტი წარმატებით იყენებდა სპორტსა და განათლებას, როგორც ძირითადი ინსტრუმენტებს, რაც ხელს უწყობდა უკრაინელი ლტოლვილების ინკლუზიას, კეთილდღეობასა და მდგრადობას ქართულ საზოგადოებაში.
სსკ-ს როლი - გენდერული კომპონენტი
სსკ ხელმძღვანელობდა პროექტის გენდერულ კომპონენტს - მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერული (GBV) და ოჯახური ძალადობის (DV) საკითხებზე რეაგირებას უკრაინული თემის ფარგლებში საქართველოში.
კომპონენტის ფარგლებში მიღწეულ იქნა შემდეგი შედეგები:
- ქალთა გაძლიერება და მხარდაჭერა
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
- ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერება და თანამშრომლობის განვითარება
- სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
„იმედის კერა“ (Nest of Hope - NoH)
პროექტის ფარგლებში ბათუმში შეიქმნა GBV/DV მხარდაჭერის ცენტრი -„იმედის კერა“, რომელიც ფუნქციონირებდა როგორც უსაფრთხო სივრცე უკრაინელი ქალებისთვის.
ცენტრი უზრუნველყოფდა:
- ფსიქოლოგიურ პირველად დახმარებას
- ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს
- რეფერირებას სპეციალიზებულ სერვისებზე
„იმედის კერა“ მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ემოციური მხარდაჭერის, ღირსების აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, როგორც პროფესიული დახმარების, ისე თემის გაძლიერების გზით.
ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. სსკ ახორციელებდა მიზნობრივ საინფორმაციო კამპანიებს, რამაც ხელი შეუწყო:
- დახმარების სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას
- სტიგმის შემცირებას
- ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებას
პროექტის ძირითადი შედეგები
პროექტის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 667 ბენეფიციარმა, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ - 643 (96.55%), ხოლო 24 (3.45%) მამაკაცი.
ბენეფიციართა უმეტესობა იყო ზრდასრული:
- 505 (75.83%) -18+
- 145 (21.62%) - 60+
მომსახურებების მიხედვით:
- 400 (60.06%) - აუთრიჩ აქტივობები
- 174 (25.98%) - ჯგუფური კონსულტაციები
- 56 (8.41%) - საინფორმაციო შეხვედრები
- 37 (5.56%) - ინდივიდუალური კონსულტაციები
მონაცემები ასახავს ძლიერ თემზე დაფუძნებულ მუშაობას, ქალთა მაღალ ჩართულობას და სპეციალიზებული მხარდაჭერის მუდმივ საჭიროებას.
ტრენინგები და შესაძლებლობების გაძლიერება
პროექტის ფარგლებში:
- შემუშავდა 4 ტრენინგ-მოდული
- ჩატარდა 9 საინფორმაციო შეხვედრა (56 მონაწილე)
- გაიმართა 24 ჯგუფური კონსულტაცია (173 ბენეფიციარი)
- განხორციელდა 7 ტრენინგი პერსონალისთვის
- ჩატარდა 2 SOP ტრენინგი
- გაიმართა 3 შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან (42 მონაწილე)
ძირითადი დონორი: Aktion Deutschland Hilft
დონორი: ASB საქართველო
მოქმედების ვადა: მარტი 2024 - დეკემბერი 2025
ლოკაციები: ბათუმი, ქუთაისი, თბილისი
შემსრულებელი პარტნიორები: UT და სსკ

