“ჩვენი ხედვა არის სოციალურად პასუხისმგებელი საზოგადოება, სადაც უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მოთხოვნილებები თანაბრად დაკმაყოფილებულია.”


ჩვენი მისიაა ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ზრუნვისა და მხარდაჭერის სისტემების შექმნა მოწყვლადი ჯგუფებისთვის—ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის—საქართველოში.
ადამიანების მომზადებით და სოციალური სერვისების მიწოდებით, ჩვენ ვგეგმავთ მივაღწიოთ გაჭირვებულთა ცხოვრების სტრუქტურულ და მდგრად გაუმჯობესებას.
ჩვენ ვმოქმედებთ გამჭვირვალედ და ვართ ანგარიშვალდებულნი, ჩვენი პარტნიორების, ბენეფიციარებისა და საზოგადოების წინაშე, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა ნათელ და სანდო ინფორმაციაზე. ასეთი გამჭვირვალობა აძლიერებს ნდობას და ზრდის საზოგადოების ჩართულობას.

ჩვენი ყველა ქმედება ემყარება მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვას – პატიოსნებას, სამართლიანობას და ბენეფიციართა ღირსების პატივისცემას.
გამჭვირვალობა
სსკ მოქმედებს ღიად და ანგარიშვალდებულად, უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას პარტნიორებისთვის, ბენეფიციარებისთვის და საზოგადოებისათვის, რაც ამაღლებს ნდობას და ზრდის საზოგადოების ჩართულობას.
ინკლუზიურობა
სსკ ხელს უწყობს ყველა ადამიანის თანასწორ ჩართულობას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეთნიკური კუთვნილებისა, შესაძლებლობების ან სოციალური სტატუსისა. ინკლუზიური მიდგომა უზრუნველყოფს
პარტნიორობა
ჩვენ გვჯერა თანამშრომლობის ძალის. სსკ მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაზარდოს ეფექტურობა და განავითაროს კოორდინირებული სოციალური რეაგირების სისტემები, რომლებიც სირთულეების ეფექტურ გადაჭრას უზრუნველყოფენ.
ანგარიშვალდებულება
გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა განსაზღვრავს ჩვენს ყველა მოქმედებას. ჩვენ ვასრულებთ ღია კომუნიკაციას ბენეფიციარებთან, პარტნიორებთან და საზოგადოებასთან, რათა ჩვენი მუშაობა იყოს სანდო, მეზღვრული და ჩვენი მისიის შესაბამისი.
ჩვენი მიზნები
ჩვენი მიზნები ეყრდნობა ორგანიზაციის ხედვასა და მისიას — ხელი შევუწყოთ მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინკლუზიის, კეთილდღეობის და ღირსების ხელშესაწყობად.
თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია.თითოეული ნაბიჯი – ზრუნვით!
მიმდინარე პროექტები
სსკ მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს ზრუნვის სერვისების, ადრეული ჩარევის, ძალადობის პრევენციისა და საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით.
სიახლეები
ჩვენი მიზნის — ინკლუზიური და მხადაჭერი საზოგადოების შექმნისთვის — გასაძლიერებლად, სსკ ახორციელებს ინოვაციურ სოციალური გადაწყვეტილებებს, რომლებიც პასუხობს მოწყვლად ინდივიდებსა და საზოგადოებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა საჭიროებებს.







