„მონაწილეობა ქმედებაში —
ზრუნვა საზღვრებს გარეთ“პარტნიორობა
თანამშრომლობა
საერთაშორისო პარტნიორობები
საქართველოს სამარიტელთა კავშირი (სსკ) არის ASB -ს საერთაშორისო ოჯახის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სოლიდარობას, მაღალი ხარისხის სოციალური მომსახურებებს და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას. ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობის შედეგად, სსკ-მ განავითარა მყარი კავშირები ევროპულ სამარიტელთა სტრუქტურებში.
პარტნიორობა ASB Germany-სა და ASB საქართველოსთან
სსკ-ს აქვს ხანგრძლივი და გარდაქმნითი პარტნიორობა Arbeiter-Samariter-Bund (ASB) Germany-თან, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან გრძელდება.
2010 წლიდან ეს თანამშრომლობა გაფართოვდა ASB საქართველოსა ASB Germany-თან. ერთად ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის: გორის შინმოვლის ცენტრი, ადრეული ინტერვენციის ცენტრები, ასევე ტრენინგები პირველადი დახმარების, კატასტროფებისთვის მომზადებისა და ხანდაზმულთა მოვლის მიმართულებით.
საერთაშორისო სამარიტელთა თანამშრომლობის (ISC) ქსელი
1992 წლიდან სსკ გახმიანებულია ISK-ს, რეგიონალური პარტნიორობის ქსელის, რომელიც აერთიანებს ASB Germany-სა და სხვა ადგილობრივ სამარიტელ ორგანიზაციებს ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.
ISC ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თავდაპირველად ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად და თანდათან მიმართა მდგრადი სოციალური სერვისების განვითარებასა და სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების გაძლიერებაზე.
დღეს ISC მოიცავს 13 ძირითად პარტნიორ ორგანიზაციას და 30-ზე მეტ ASB ფილიალს, მათ შორის საქართველოში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთში, უკრაინაში და ბალკანეთში.
Samaritan International (SAM.I.)
სსკ ასევე არის Samaritan International-ის წევრი — ევროპული ქსელი 17 ორგანიზაციით 16 ქვეყნიდან, რომელიც დაარსდა ASB Germany-ის მიერ 1994 წელს.
ეს წევრობა სსკ-ს საშუალებას აძლევს გაიზიაროს საერთაშორისსო გამოცდილები, განახორციელოს ერთობლივი ინიციატივები და სოციალური აქტივობები სხვა სამარიტელ ორგანიზაციებთან.
SAM.I. და ISC ითანამშრომლებენ რეგულარულად, აძლიერებენ გაერთიანებულ ჰუმანიტარულ ღირებულებებს და ოპერაციულ სინერგიას.
ადგილობრივი პარტნიორობები
საქართველოს სამარიტელთა კავშირი (სსკ) მჭიდროდ თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან, კოალიციებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან, რათა ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის, საზოგადოებაზე ორიენტირებული სოციალური სერვისები. ეს პარტნიორობები მნიშვნელოვანია მდგრადობის, გავრცელებისა და ეფექტიანობისთვის.
მთავრობა და მუნიციპალიტეტები
გორის მუნიციპალიტეტი
2016 წლიდან გორის მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს შინმოვლის ცენტრს, მისი ყოველდღიური ოპერაციების განხორციელებას და ხელს უწყობს საკვების მიწოდების პროგრამას მოწყვლადი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
2019 წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს ადრეულიინტერვენციის ცენტრის დაფუძნებასა და უწყვეტ ფუნქციონირებას, უზრუნველყოფს მომსახურების ხელმისაწვდომობას განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის.
სენაკისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები
RISE პროექტის ფარგლებში, სსკ-მ ხელი მოაწერა შეთანხმებებს (MoU) სენაკისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან, რათა გაძლიერდეს ადგილობრივი რეაგირება ძალადობაზე, მოხდეს ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში და გაუმჯობესდეს რეაგირების სისტემები მსხვერპლებისთვის. ეს პარტნიორობები მხარს უჭერენ ცნობიერების ამაღლებასა და ფსიქოსოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას.
სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და კოალიციები
საქართველოს სამარიტელთა კოალიცია
2011 წელს სსკ-ს ინიციატივით შექმნილი კოალიცია აერთიანებს ადგილობრივ NGOs-ს, რომლებიც მხარს უჭერენ განვითარების შეზღუდვის მქონე ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს, მათ შორის:
· პორტიჯი
· საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაცია -Georgian Association for the Care of Children’s Health (GACCH)
საქართველოს შინმოვლის კოალიცია
სსკ არის საქართველოს შინმოვლის კოალიციის აქტიური წევრი, რომელიც მოშაობს აღნიშნულ სფეროში სტანდარტების გაუმჯობესებაზე, სახელმწიფო დაფინანსებასა და ხარისხიანი შინმოვლის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ხანდაზმულთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ჯანდაცვის ინსტიტუტები და ადგილობრივი NGO-ები
სსკ მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის კლინიკებთან, სკოლებთან, სოციალური მომსახურების მიმწოდებლებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა განახორციელოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რეაგირების მექანიზმები და პროგრამები ადრეული ბავშვობის განვითარების, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით.
ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით განხორციელებული სერვისები:
· შინმოვლის სერვისი ხანდაზმულთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
· ადრეული ინტერვენციის სერვისები ბავშვებისთვის
· ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და კრიზისული რეაგირება
· ტრენინგები პირველადი დახმარებისა და კატასტროფებისთვის მომზადების მიმართულებით (DRR)
· საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სქესზე დაფუძნებულ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე (GBV/DV) და რეაგირების სისტემებზე
"ცხოვრების მანძილზე მხარდაჭერის მიწოდება — ღირსების, ინკლუზიურობისა და პროფესიონალური მზრუნველობის საფუძველზე“
საქართველოს სამარიტელთა კავშირი