ზოგადი კითხვები
გაქვთ შეკითხვები? გაეცანით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და მათ პასუხებს ქვემოთ.
სსკ არის ჰუმანიტარული და სოციალური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოწყვლად პირებსა და თემებს უჭერს მხარს. ჩვენ ვთავაზობთ არსებით სერვისებს, როგორიცაა: შინმოვლა ხანდაზმულთათვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ადრეული ინტერვენიცა ბავშვებისთვის, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენცია და ახალგაზრდების გაძლიერება.
რეგიონული ცენტრებისა და მობილური გასვლითი ჯგუფების მეშვეობით, სსკ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან, მუნიციპალიტეტებთან და საერთაშორისო დონორებთან,. ჩვენი პრინციპია: „ვეხმარებით იქ, სადაც დახმარებაა საჭირო“, ჩვენ ვაერთიანებთ თანაგრძნობასა და პროფესიონალიზმს, რათა ადამიანების ცხოვრებაში ხანგრძლივი გავლენა შევქმნათ.
გახდი სსკ-ის წევრი
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საქართველოს სამარიტელთა კავშირის (სსკ) წევრი და აქტიურად დაუჭიროთ მხარი ჩვენს მისიას — ღირსების, ზრუნვისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობას საქართველოს მასშტაბით.
სსკ-ში გაწევრიანებით თქვენ:
· გახდებით მზარდი ქსელის ნაწილი, რომელიც ჰუმანიტარულ ღირებულებებს იზიარებს
· მხარს დაუჭერთ სოციალურ პროექტებს, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას ცვლიან
· მიიღებთ ინფორმაციას ჩვენი საქმიანობის, ღონისძიებებისა და მოხალისეობრივი შესაძლებლობების შესახებ
გაწევრიანების შესაძლებლობა არსებობს ინდივიდებისთვის, სტუდენტებისთვის, ორგანიზაციებისა და კორპორატიული სპონსორებისთვის.
სიხარულით მივიღებთ ყველას, ვინც იზიარებს პრინციპს — „ვეხმარებით იქ, სადაც დახმარებაა საჭირო“.
გახდი ჩვენი წევრი — შექმენი ცვლილება.
1. პირველადი ნივთებით დახმარება – შეგიძლიათ შეწიროთ საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები ან მედიკამენტები გორის შინმოვლის ცენტრისთვის.
📍 ჩაბარების მისამართი: გორი, ბარნოვის ქუჩა №10ა
2. ფინანსური შემოწირვა – თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
GE94TB7532436080100009
3. დაესწარით ან ხელი შეუწყეთ ჩვენს პროგრამებს – თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოწყვლადი ადამიანების მხარდაჭერისთვის.
ყოველი დახმარება მნიშვნელოვანია — თქვენი მხარდაჭერა იმედს ანიჭებს და ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.
მოხალისეები სსკ-ში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ — ისინი მხარს უჭერენ ხანდაზმულთა მოვლას, ბავშვთა აქტივობებს, გასვლით ღონისძიებებს და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. თქვენი დრო და უნარები რეალურ ცვლილებებს ქმნის მოწყვლადი ადამიანების ცხოვრებაში საქართველოს მასშტაბით.
შემოგვიერთდით ჩვენს გუნდს და გახდით თანადგომის მქონე საზოგადოების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სხვების დახმარებას.
გაინტერესათ?
📍 თბილისი, დედოფალ ქეთევან ქ. 23 | ☎ 599 50 62 29
📍 გორი, ბარნოვის ქ. 10ა | ☎ 595 99 24 02
📍 ლაგოდეხი, ჯანელიძე ქ. 1 | ☎ 557 25 64 95
სსკ-ში (საქართველოს სამარიტელთა კავშირი) ჩვენს საქმიანობას ხელმძღვანელობს სისტემური და ყოვლისმომცველი შინაგანი პოლიტიკის პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ეთიკურ, გამჭვირვალე და როგორც ეროვნული სტანდარტების, ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამის მუშაობას.
სსკ-მ ჩამოაყალიბა და აქტიურად ახორციელებს ორგანიზაციის პოლიტიკის სრულ სპექტრს, მათ შორის:
· ქცევის კოდი
· ბავშვთა დაცვის პოლიტიკა
· საგანგებო რეაგირების, პირველადი დახმარების და ძალადობის პრევენციის პოლიტიკა
· შინაგანი კომუნიკაციის სტრატეგია და პროტოკოლი
· მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო
· პროექტის ციკლის მართვის სახელმძღვანელო
· ადამიანის რესურსების მართვის (HR) პოლიტიკა