საზოგადოების გაძლიერება პრევენციისთვის, მზადყოფნისთვის და რეაგირებისთვის
საზოგადოების გაძლიერება - პრევენციისთვის, მზადყოფნისთვის და რეაგირებისთვის
საქართველოს სამარიტელთა კავშირის სასწავლო კურსი
ჩვენი ტრენინგებიდან მიღებული თითოეული ლარი სრულად ხმარდება სსკ-ს სოციალურ მომსახურებებს.
თქვენი მონაწილეობა არა მხოლოდ ფასდაუდებელი ცოდნის მიღებას გულისხმობს, არამედ ჩვენთან მიღებული ცოდნის გამოყენებით იმ ადამიანების რეალურ მხარდაჭერასაც, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ზრუნვას, თანადგომასა და აუცილებელ რესურსებს.
კატასტროფების რისკის შემცირების (DRR) ტრენინგი
არ არსებობს ისეთი რამ, როგორც “ბუნებრივი” უბედურება, არესებობს მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფები. კატასროფების რისკის შემცირების ტრენინგები მიზნად ისახავს შეამციროს ისეთი ბუნებრივი მოვლენებისგან მიყენებული ზარალი, როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდომა, გვალვა, ციკლონი...
კატასტროფების რისკის შემცირება ყველას ეხება! კატასტროფების რისკის შემცირება მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა კასტროფების მართვა, კატასროფის შემცირება და მათთვის მზადყოფნა. ამისთივის საჭიროა ამ მიმართულებით საზოგადოების განათლების მდგრადი განვითარება.
ტრენინგის მიზანია პროაქტიური აზროვნების გაძლიერება, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ჩამოყალიბება და პრაქტიკული უნარების განვითარება, რომლებიც ამცირებს რისკებს, იცავს სიცოცხლეს და უზრუნველყოფს ქონების უსაფრთხოებას.
საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა ყველას პასუხისმგებლობაა. ეს ტრენინგი გთავაზობთ აუცილებელ ცოდნასა და ინსტრუმენტებს რისკების შეფასებისთვის, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და კრიზისებზე ეფექტურად რეაგირებისთვის. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილებასა და მისი გავლენის ზრდას ბუნებრივ კატასტროფებზე, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით.
ძირითადი თემები
1. DRR-ის შესავალი
- რატომ არის მნიშვნელოვანი კატასტროფების რისკის შემცირება
- DRR საქართველოს კონტექსტში: ფაქტები, გამოწვევები და ვიზუალური მაგალითები
- კლიმატის ცვლილების გააზრება და მისი კავშირი ბუნებრივ საფრთხეებთან
- ტრენინგის მოლოდინებისა და სამუშაო წესების განსაზღვრა
2. მიწისძვრები
- საფრთხეები, მოწყვლადობები და მდგრადობის შესაძლებლობები
- როგორ მოვიქცეთ მიწისძვრამდე, დროსა და შემდეგ
- ევაკუაციის პროცედურები და უსაფრთხოების პროტოკოლები
- საგანგებო ჩანთის (Emergency Kit) და მზადყოფნის მასალების გაცნობა
- სიმულაციებზე დაფუძნებული პრაქტიკა და რეალურ დროში რეაგირების სავარჯიშოები
3. საფრთხეების რუკირება (Threat Mapping)
- თქვენს თემში არსებული პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირება
- ჯგუფური აქტივობა: ვიზუალური „საფრთხეების რუკის“ შექმნა
- სამოქმედო გეგმის შემუშავება: რისკების გადაქცევა მზადყოფნის სტრატეგიებად
4. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება
- ხანძრის გავრცელებული მიზეზები საცხოვრებელ და საჯარო სივრცეებში
- როგორ მოვიქცეთ ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში
- ცეცხლმაქრის სწორად გამოყენება
- რა უნდა გავაკეთოთ, თუ ტანსაცმელს ცეცხლი მოეკიდა
- რა ქმედებებს უნდა მოვერიდოთ ხანძრის დროს
- პრევენციის რჩევები და უსაფრთხოების დაგეგმვა
ეს ტრენინგი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ აქტივობებს, რათა მონაწილეები იყვნენ თავდაჯერებული და მზად კატასტროფის დროს მოქმედებისთვის. იქნება ეს მასწავლებელი, ახალგაზრდული ლიდერი, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი თუ თემის მოხალისე - კურსი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უფრო უსაფრთხო და მდგრადი საზოგადოების შექმნისკენ.

