23 Queen Ketevan Ave, Tbilisi +995 599 506 229 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

აირჩიეთ ენა

ისწავლე სიცოცხლის გადარჩენა: სსკ-ას პირველი დახმარების კურსი

ისწავლე სიცოცხლის გადარჩენა: საქართველოს სამარიტელთა კავშირის პირველი დახმარების კურსი

ჩვენი ტრენინგებიდან მიღებული თითოეული ლარი სრულად ხმარდება სსკ-ს სოციალურ მომსახურებებს. თქვენი მონაწილეობა ნიშნავს ორსავეს ერთად — ფასდაუდებელი ცოდნის მიღებას და იმ ადამიანებისთვის დახმარებას, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ზრუნვას, მხარდაჭერასა და აუცილებელ რესურსებს.

ტრენინგის შესახებ

საქართველოს სამარიტელთა კავშირი (სსკ) გთავაზობთ სერტიფიცირებულ პირველი დახმარების (სამედიცინო დახმარებამდე) ტრენინგ-კურსებს, რომლებიც გეხმარებათ აუცილებელი სიცოცხლის გადამრჩენი უნარების შესწავლაში.

სამედიცინო დახმარებისგან განსხვავებით, პირველადი დახმარების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუკი მან იცის გარკვეული მანიპულაციები, რომლებიც შეუნარჩუნებს სიცოცხლეს დაზარალებულს კვალიფიციური სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე.

ზოგჯერ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავებას ყველაზე მარტივი ქმედება ქმნის: დახმარების გამოძახება, სისხლდენის შეჩერება ან გულის პულსაციის ხელოვნური გაჩენა (CPR). კვლევები აჩვენებს, რომ გადარჩენის შანსი 70%-მდე იზრდება, თუ გულის ხელოვნური მასაჟი ან ხელოვნური სუნთქვა მოხდება სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

რატომ უნდა გაიარო სსკ-ს პირველი დახმარების კურსი?
ჩვენი კურსის გავლის შემდგომ:

1.     შეგიძლია გადაარჩინოთ სიცოცხლე – გადაუდებელი დახმარება მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსს კრიტიკულ სიტუაციებში. როცა ყოველი წამი ფასობს, სწორი ქმედება გადამწყვეტია.

2.     შეგიძლია თავიდან აიცილოთ შემთხვევები – ტრენინგი გეხმარებათ უფრო ყურადღებით შეაფასოთ რისკები და მიიღოთ უსაფრთხოების ზომები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

3.     მშვიდად იმოქმედებთ საგანგებო სიტუაციის დროს – ცოდნა გაძლევთ საშუალებას იმოქმედოთ გონივრულად, პანიკის გარეშე და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

4.     ისწავლით „სამედიცინო ჩანთის“  სწორად გამოყენებას – გაიგებ, რა უნდა შეიცავდეს სრული პირველი დახმარების ნაკრები და როგორ გამოიყენო თითოეული ნივთი პრაქტიკაში.

5.     დააჩქარებთ გამოჯანმრთელებას – დროული და სწორი დახმარება ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს და ამ თავიდან აცილებს გართულებებს.

რას ისწავლით კურსზე
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

·       უპასუხონ უგონო მდგომარეობის შემთხვევებს

·       ჩაატარონ გულის პულსაციის ხელოვნური გაჩენა (CPR) და ხელოვნური სუნთქვა

·       ამოიცნონ და მართონ შოკის მდგომარეობა

·       შეაჩერონ შინაგანი და გარეგანი სისხლდენა

·       გაუწიონ დახმარება დამწვრობისას და თავიდან აიცილონ გართულებები

·       იმოქმედონ მოწამვლის შემთხვევებში

·       აღმოფხვრან ცხოველის ნაკბენის შედეგები

·       გაასუფთავონ სასუნთქი გზები უცხო სხეულებისგან

·       იმოქმედონ ელექტროშოკის, ასევე კიდურების, თავის, კისრისა და ხერხემლის ტრავმების დროს

·       უპასუხონ გულყრას

·       შეაფასონ მუცლის ტკივილი და დიაბეტური ეპიზოდები

კურსის დეტალები

·       სწავლებას  ჩაატარებენ პირველადი დახმარების საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ტრენერები, რომელთა უმრავლესობას აქვს როგორც სამაშველო და კრიტიკულ სიტუაციებში მუშაობის, ასევე პედაგოგიური მოღვაწეობის დიდი სტაჟი.

·       კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს

·       ტრენინგის ხანგრძლივობა მოქნილია: 1 ან 2 დღიანი ფორმატი

·       კურსი ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე:

o   ქართული

o   ინგლისური

o   რუსული

მზად ხართ ცვლილებისთვის?
თუ თქვენ ხართ მასწავლებელი, მშობელი, კომპანიის თანამშრომელი, ან უბრალოდ პასუხისმგებელი მოქალაქე, ჩვენი პირველი დახმარების ტრენინგი გაძლევთ ცოდნასა და თავდაჯერებულობას, რომ გადამწყვეტ დროს სწორად იმოქმედოთ.

დაგვიკავშირდით, რათა დაჯავშნოთ თქვენი ტრენინგი.
ერთად შევქმნათ უსაფრთხო საზოგადოება!


Super Admin's Avatar

Super Admin

Hello! World

Alt Text

ჩვენ ვიცით როგორ დაგეხმაროთ!

კონტაქტი

თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 23

+995 599 506 229

info@sskgeo.org

ჩვენ შესახებ

ბმულები

ნახე

Alt Text

"Give Hope. Share Care. Change a Life."

Call to Action:

Support vulnerable elderly and families in need — donate food, hygiene items, or medications to the Gori Homecare Center, and help us bring care and dignity into their daily lives.

📍 Gori: 10a Barnovi Street | 📞 595 99 24 02

📍 Tbilisi: 23 Queen Ketevan Ave.
| 📞 599 50 62 29